logo
ENG



შაბათის ფორმულა: ოცნების რეიტინგების მთვლელი ოქროყანის მწვანე ზონაში სასტუმროს აშენებს

01 მაი 202120:22
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ოქროყანის ტყეში, ტერიტორიაზე, რომელიც მწვანე ზონაშია, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული სოციოლოგი, მერაბ ფაჩულია სასტუმროს აშენებას გეგმავს.

ტყეში, 800-კვადრატულ ფართობზე მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობას შპს ვილა ოქროყანა აწარმოებს. მესაკუთრეებს შორის ერთ-ერთი შპს გორბი ევრაზიაა, რომელიც მმართველ გუნდთან დაახლოებულ პირს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი გორბის დირექტორს, მერაბ ფაჩულიას ეკუთვნის, რომელიც მიმდინარე წლის 11 იანვარს დააფუძნა. მერაბ ფაჩულიამ 2016-2020 წლებში ტელეკომპანია იმედის დაკვეთით წინასაარჩევნოდ ეგზიტპოლები ჩაატარა, სადაც მუდმივად ქართული ოცნება ლიდერობდა.

შპს ვილა ოქროყანის დამფუძნებელი დავით მაისურაძე მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას სასტუმროს მშენებლობის შესახებ შაბათის ფორმულას არ უდასტურებს. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტაციაში წერია, რომ მაისურაძემ მერიას 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მისაღებად ჯერ კიდევ 2019 წლის 8 ნოემბერს მიმართა. რაზეც არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა გასცა. 

ადგილზე, სადაც ოცნების რეიტინგების მთვლელი სოციოლოგი მერაბ ფაჩულია ბეტონის შენობის ჩადგმას გეგმავს, წითელ ნუსხაში შეტანილი ელდარის ფიჭვები გაჩეხეს. 


close დახურვა